პოლიტიკური კრიზისი

დომბროვსკისი: დახმარების გასაცემად სტაბილური პოლიტიკური კლიმატი გადამწყვეტი იქნება

twitter

ევროკავშირის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა ეკონომიკის მიმართულებით, ვალდის დომბროვსკისმა twitter-ის ანგარიშზე დაწერა, რომ  სტაბილური პოლიტიკური კლიმატი გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის დახმარების მისაღებად.

"საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირის გაძლიერებას დიდი პოტენციალი აქვს. იმისთვის, რომ ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ნაწილი გაიცეს, საკანონმდებლო კუთხით მეტი პროგრესია საჭირო.  სტაბილური პოლიტიკური კლიმატი გადამწყვეტი იქნება წინსვლისთვის".

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრეს-რელიზში წერია, რომ ასოცირების საბჭო მიესალმება საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების გაცემას 2020 წლის ნოემბერში და დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს გააგრძელოს შეთანხმებული ზომების განხორციელება, "რათა შესაძლებელი გახდეს Covid მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის გაცემა საქართველოში (საიდანაც 75 მილიონი ევრო 2020 წელს უკვე გაიცა)".

"ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება". – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები