იტალია-რუსეთი

იტალიაში კაპიტანი და რუსი დიპლომატი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს

იტალიის  კარაბინიერებმა  თქვეს, რომ დააკავეს რუსეთის არმიის ოფიციალურ პირი და იტალიის ფლოტის კაპიტანი. ისინი ბრალდებულნი არიან შპიონაჟში. 

"კარაბინიერი ჩაერია ორს შორის ფარული შეხვედრის დროს, თანხის სანაცვლოდ იტალიის ოფიცრის მიერ დოკუმენტის გადაცემისთანავე". – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ორივენი ბრალდებულნი არიან მძიმე დანაშაულში, რომელიც "შპიონაჟსა და სახელმწიფო უშიშროებას უკავშირდება".

პოლიციის განცხადებაში ასევე წერია, რომ იტალიის ფრეგატის კაპიტანი და რუსეთის ოფიციალური პირი, რომელიც რომში რუსეთის საელჩოშია აკრედიტებული, ერთმანეთს 30 მარტს, საღამოს შეხვდნენ. 

"იტალიის ოფიციალური პირი დააკავეს, ხოლო უცხოეთის მოქალაქის სტატუსს კვლავ განიხილავენ მისი დიპლომატიური სტატუსის გათვალისწინებით". – წერია განცხადებაში. შესაძლოა, ის ქვეყნიდან გააძევონ. 

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიაში რუსეთის ელჩი, სერგეი რაზოვი, უკვე გამოიძახა

იტალიური გაზეთის Corriere della Sera-ს ვებგვერდის ცნობით, იტალიის ოფიციალურმა პირმა რუს პირს, შესაძლოა, NATO-ს საიდუმლოებები გადასცა, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

კომენტარები