კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია აღდგომაზე: ამ ეტაპზე, ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი

ამ ეტაპზე, ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც, ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე ძალიან რთულად გადაიტანს. ამდენად, მნიშვნელოვანია მცირე, ადგილობრივი, წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ მიმდინარე პროცესში კეთდება.

ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კითხვას, იგეგმება თუ არა სააღდგომოდ ქვეყნის ჩაკეტვა.

კომენტარები