კორონავირუსი საქართველოში

იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში COVID-19-ის პრევენციის გამო საკონტროლო პუნქტები მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

კომენტარები