კორონავირუსი და შეზღუდვები

იმნაძე კომენდანტზე: ესეც რომ არ იყოს, 2-3 კვირაში დავუბრუნდებით ნოემბრის მონაცემებს

ხანდახან ისეთი ადამიანები კითხულობენ,  "რა, 9 საათის მერე კორონა აღარ არის?", რომ გაგიკვირდება ხოლმე. აქ არის ლაპარაკი ძალიან მარტივ რაღაცაზე, რომ რაც შეიძლება ერთი ადამიანი მეორე ადამიანს, ერთი ოჯახის წარმომადგენელი მეორე ოჯახის წარმომადგენელს არ შეხვდეს არასაჭირო, არააუცილებელი საქმისათვის. ვისაც საქმე აქვს, არ ეხება ხო? ექიმი დადის სამსახურში მორიგეობისას, ღამის ცვლაში. აქ ლაპარაკია, რომ თავისუფალი გადაადგილება არ იყოს, რომ ადამიანებმა არ იარონ ერთმანეთთან. მობილობის დაგდების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია, იყენებს ყველა ქვეყანა და, შესაბამისად, ჩვენც. დღეს ერთადერთი ბერკეტი, რაცაა დარჩენილი, რადგანაც, სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ - იგივე პირბადის მოხმარება იქნება თუ დისტანციის დაცვა იქნება – არ ვიცავთ, აქედან გამომდიანარე, დღეს ესეც რომ არ იყოს, ჩვენ ზუსტად 2-3 კვირაში დავუბრუნდებით ნოემბრის მონაცემებს.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კომენდანტის საათზე. საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. "დაასრულე კომენდანტი" - შაბათს, 3 აპრილს აქტივისტები პარლამენტის წინ შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით აქციას გამართავენ.

კომენტარები