პოზნერის ვიზიტი

პოზნერის მასპინძელი: გთხოვთ, მაპატიოთ თუ რამე გაწყენინეთ, გაუმარჯოს ჩვენს საქართველოს

მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც ვინც მლანძღავს. არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს, ლაფი დაგვასხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით, ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსე ეხლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ, არ მომწეროთ კომენტარი, და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს გითხრათ, რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ეხლა მხდის ბედნიერს.

წერს Facebook-ზე რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის მასპინძელი საქართველოში, მირანდა მირიანაშვილი.  

კომენტარები