პოზნერის ვიზიტი

ვოლსკი: ხელს აწერდე, რომ გარეჯი საქართველო არაა, თან 90 წლის პოზნერს დასდევდე, არასწორია

ნებისმიერი ადამიანი, გინდ 90 წლის პოზნერი იყოს ამერიკის მოქალაქე, გინდ ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც მასპინძლობდა და აქ ტაშ-ფანდურით შეხვდა სააკაშვილი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის ან პოზიციის მატარებელია, ჩემთვის არის არათუ მიუღებელი პიროვნულად, არამედ მის მიმართ მაქვს აბსოლუტურად ადამიანური მიუღებლობა.

მაგრამ, ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებებს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე იმას, რომ საქართველოა დამნაშავე ოკუპაციაში და, მეორე მხრივ, დარბოდე და ამ 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორი მგონია და სწორედაც ეს მგონია ის ნაწილი პოლიტიკური ცხოვრებისა, რომელიც ამახინჯებს რეალურ, გულწრფელ პროტესტს.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. 

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

კომენტარები