ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

1-ელ აპრილს, 11 საათზე, სასტუმრო რუმსთან აქცია გაიმართება

"1-ელ აპრილს, 11 საათზე, ყველა მოქალაქეს, ვისაც აწუხებს ის, რაც ხდება, მოვუწოდებ, რომ შევიკრიბოთ".- თქვა მოძრაობა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. 

მისივე თქმით, აქტივისტები, სასტუმრო რუმსთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. 

"ვისაც აქვს ამის სურვილი, შევიკრიბოთ აქ, სტამბის წინ და თუ მთავრობა უქმნის კომფორტს ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელებს, ჩვენ ამის საშუალებას მათ არ მივცემთ. მანამდე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მორიგ ჯერზე, ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას მოქალაქეებს და ნუ ცდიან ჩვენს მოთმინებას". - ამბობს ხოშტარია. 

რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღეს საქართველოში იხდის. მასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

საბჭოთა პროპაგანდისტი - ვინ არის ვლადიმირ პოზნერი  წაიკითხეთ - აქ

 

კომენტარები