ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

პავილიონისი პოზნერზე: როგორც ვხვდები, ასეთ პირებს არ აქვთ საქართველოში შესვლის უფლება

ჟიგიმანტას პავილიონისი
Delfi

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის, საქართველოში ვიზიტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"დღევანდელი თბილისი - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ძირითადად უშედეგოდ დასრულდა, იმედგაცრუებულმა ევროკავშირის მომლაპარაკებლებმა ქვეყანა წუხელ დატოვეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსი ახალ სამიზნედ ამოიღო, მაგრამ მეორე დღეს მოსკოვიდან ჩავიდა ყოფილი საბჭოთა კავშირის და პუტინის პროპაგანდისტი თავის მეგობრებთან ერთად. მას არაერთხელ განუდიდებია რუსული ოკუპაცია, მათ შორის, საქართველოსი. როგორც ვხვდები, ასეთ პირებს არ აქვთ საქართველოში შესვლის უფლება. ვხვდები, რომ ის პანდემიის დროს შემოვიდა... დაბადების დღის აღსანიშნად, მაშინ, როდესაც ყველა რესტორანი დახურულია. სიმბოლურია". - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი . 

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე Twitter-ზეც გამოეხმაურა პოზნერის ვიზიტს.

"თბილისში რეალობის სამწუხარო და სიმბოლურია ასახვაა. ევროკავშირის მომლაპარაკებლები გარეთ, პუტინის პროპაგანდისტები შიგნით". - წერს პავილიონისი Twitter-ზე. 

მან ამ ტვიტით ასევე გააზიარა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის გამოხმაურება პოზნერის ვიზიტზე, რომელიც ამ ფაქტს "შემაშფოთებელს" უწოდებს.


რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღეს საქართველოში იხდის. მასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

საბჭოთა პროპაგანდისტი - ვინ არის ვლადიმირ პოზნერი  წაიკითხეთ - აქ.

კომენტარები