ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

პავილიონისი პოზნერზე: ევროკავშირის მომლაპარაკებლები გარეთ, პუტინის პროპაგანდისტები შიგნით

ჟიგიმანტას პავილიონისი
The Lithuania Tribune

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის, საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. 

"თბილისში რეალობის სამწუხარო და სიმბოლურია ასახვაა. ევროკავშირის მომლაპარაკებლები - გარეთ, პუტინის პროპაგანდისტები - შიგნით". - წერს პავილიონისი.

მან ამ ტვიტით ასევე გააზიარა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის, გამოხმაურება პოზნერის ვიზიტზე, რომელიც ამ ფაქტს "შემაშფოთებელს" უწოდებს.


რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღეს საქართველოში იხდის. მასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

საბჭოთა პროპაგანდისტი - ვინ არის ვლადიმირ პოზნერი  წაიკითხეთ - აქ

კომენტარები