"პოზნერის საგულაო ჯგუფი გამოვიდა სასტუმროდან და მიდიან საქეიფოდ– კომენდანტი? პ.ს პოლიციის ესკორტით დადიან". – წერს პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია Facebook-ზე.
რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღის გადახდას საქართველოში აპირებს. მასთან საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.