ტურიზმი

თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222 ათასით შემცირდა წინა წელთან შედარებით

georgicatravel.ge

ეროვნულმა ბანკმა თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წინა წლის თებერვალთან შედარებით შემცირდა 86.1%-ით და გახდა 36 000.

მთლიანი ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 346 ათასით  წინა წლის თებერვალთან შედარებით და ჯამში შეადგენს 41 ათასს.

2021 წლის თებერვალში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა.

რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება აზერბაიჯანიდან (-95.8 პროცენტით), სომხეთიდან (-89.9 პროცენტით) და რუსეთიდან (-94.4 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 5.8 პროცენტული პუნქტით აისახა.


მარტში თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 25%-იანი აღდგენაა ნავარაუდები.

კომენტარები