პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: პარტნიორების წნეხი უნდა მივიდეს იქამდე, რომ ოცნებისთვის შეუძლებელი იყოს არდათმობა

ქვეყნის შიგნით  ვითარებაზე დაყრდნობით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ლეგიტიმური წნეხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის მხარდასაჭერად უნდა მივიყვანოთ და უნდა მივიდეს იმ ზღვრამდე, როცა მისთვის შეუძლებელი იქნება არდათმობა. ეს არის ჩვენი ამოცანა, იმიტომ, რომ ყველა სხვა სცენარი არის კიდევ უფრო საზიანო და სახიფათო ქვეყნისთვის, იმაზეც კი უფრო საზიანო, ვიდრე აქამდე ივანიშვილის რეჟიმმა ჩაიდინა...

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამის შესახებ მთავარის ეთერში ისაუბრა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ.

კომენტარები