პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: ოცნება მზადაა, მცირედი შესწორებებით, შეთანხმების პუნქტებზე ხელის მოსაწერად

ისინი [ოპოზიცია] აყენებდნენ ულტიმატუმებს და საქმე ვერ მივიდოდა იქამდე, რომ კონკრეტული რაიმე ნიუანსები და დეტალები ყოფილიყო განხილული. პრინციპში, საერთო ჯამში, ქართული ოცნება მზად იყო და არის იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რაც იყო დოკუმენტში, მცირედი შესწორებებით. [...] ეს გახდა მეორეხარისხოვანი, მას შემდეგ, რაც მთავარ თემებზე, რომელიც მათ დაასახელეს მთავარ თემებად, პრინციპული წინააღმდეგობა იყო მათი მხრიდან, რომ საერთოდ ამ თემების გარეშე განხილვა შემდგარიყო...

ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ.

კომენტარები