ვაქცინაცია

კორონავირუსზე გასულ დღე-ღამეში 1 051 პირი აიცრა

www.collective-evolution.com

31 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 6 757 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 051-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

NCDC-ის რეკომენდაციები მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა 30 მარტიდან დაიწო.

კომენტარები