ყაჩაღობა

შსს: დავაკავეთ სამი პირი, რომლებმაც სპარის მოლარეს ცივი იარაღის მუქარით თანხა გამოსძალეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი [2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს] დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მაღაზია სპარში, მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსპობის მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულები რამდენიმე საათში დააკავა.

"სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - გ.ჭ.-ის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა - 1 375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2
ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები