ვაქცინაცია

კორონავირუსზე ბოლო 24 საათში 782 პირი აიცრა, სულ ვაქცინა 5 706-მა ადამიანმა გაიკეთა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 5 706 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 782-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

NCDC-ის რეკომენდაციები მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა დღეიდან, 30 მარტიდან, დაიწო.

კომენტარები