მეგი ბაქრაძის საქმე

ექსპერტიზის ბიურო ექთნის გარდაცვალებაზე: ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევა

სვოან პარკერი / REUTERS

"ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევა, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის" - მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს.

"ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს" - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 26 მარტს თქვა, რომ დღეს, 29 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში 28 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე საგანგებო სხდომა უნდა გამართულიყო.

"იქნება წარმოდგენილი როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე ექსპერტიზა თავისი დასკვნებით. განვიხილავთ დეტალურად მომხდარ ფაქტს და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის გახდება ცხადი,  თუ რა მოვლენას  ჰქონდა ადგილი" - თქვა ტიკარაძემ.

28 წლის ექთანს  ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსის აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები