მეგი ბაქრაძის საქმე

POG: მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება.

"ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით.

გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება". – ნათქვამია განცხადებაში

27 წლის მეგი ბაქრაძეს ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსზე აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები