მეგი ბაქრაძის საქმე

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიებად 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ბრადებულ ახალციხის კლინიკა იმედის 2 ექიმს და 1 ექთანს აღკვეთის ღონისძიებად 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც თითოეულის შემთხვევაში 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

სასამართლო სხდომა 31 მაისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

სამედიცინო პერსონალს ბრალი 7 აპრილს წარედგინათ. უწყების ინფორმაციით,  ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით კიდევ ორმა ექიმმა დაადასტურა  .

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებიათ და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმი ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

27 წლის მეგი ბაქრაძეს ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსზე აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

კომენტარები