მეგი ბაქრაძის საქმე

ტიკარაძე გარდაცვლილ ექთანზე: 29 მარტს გავმართავთ სხდომას, იქნება ექსპერტიზის დასკვნაც

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ორშაბათს, 29 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში 28 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე საგანგებო სხდომა გაიმართება.

"იქნება წარმოდგენილი როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე ექსპერტიზა თავისი დასკვნებით. განვიხილავთ დეტალურად მომხდარ ფაქტს და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის გახდება ცხადი,  თუ რა მოვლენას  ჰქონდა ადგილი" - თქვა ტიკარაძემ.

28 წლის ექთანს  ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსის აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები