ვაქცინაცია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 4 924 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 70-მა პირმა გაიკეთა აცრა.

NCDC-ის რეკომენდაციები მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა სამშაბათს, 30 მარტიდან დაიწყება.

კომენტარები