ვაქცინაცია

NCDC: აცრილია 4 344 ადამიანი, პორტალზე დარეგისტრირდა 11 273 პირი

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციისთვის სპეციალურ პორტალზე [Booking.Moh.Gov.ge] დარეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორში მომუშავე 11 273 პირი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 344-მა მედიცინის მუშაკმა გაიკეთა. ბოლო მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა.

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა სამშაბათს, 30 მარტიდან დაიწყება.

კომენტარები