2021 წელს გარდაცვლილები

79 წლის ასაკში ფრანგი რეჟისორი ბერტრან ტავერნიე გარდაიცვალა

Variety

79 წლის ასაკში, ლეგენდარული ფრანგი რეჟისორი ბერტრან ტავერნიე გარდაიცვალა.

ტავერნიემ 60-იან წლებში რამდენიმე კინოროლი შეასრულა. 1974 წელს გადაიღო სადებიუტო ფილმი L'horloger de Saint-Paul. გადაღებული აქვს ფილმები Dimanche A La Campagne, Round Midnight, Life and Nothing But, Daddy Nostalgie. 

კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს კანის, ბერლინის, ვენეციის კინოფესტივალების ჯილდოები. არის BAFTA-ს, სეზარის და ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებული.

ბოლო წლებში ეკავა ლუმიერების კინოინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა. 

კომენტარები