სამხრეთ ჩინეთის ზღვა

ტაივანმა ჩინეთისგან თავდაცვის მიზნით რაკეტების მასობრივი წარმოება დაიწყო

ფოტო: taiwannews.com

ჩინეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხის თავიდან ასარიდებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტაივანმა შორი დისტანციის რაკეტების მასობრივი წარმოება დაიწყო. 

ტაივანის თავდაცვის მინისტრის, ჩიუ კუო-ჩენგის თქმით, შორეულ მანძილზე თავდასხმითი შესაძლებლობების გაზრდა პრიორიტეტულია და ამ საკითხზე ტაივანის სამეცნიერო ინსტიტუტები განაგრძობენ კვლევის პროცესს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანის შეიარაღებაში ერთი ახალი ტიპის სარაკეტო სისტემა შევიდა და, გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს სამ სხვა მოდელზეც. 

ტაივანის შეიარაღებული ძალები, ძირითადად, კუნძულის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, თუმცა შორი დისტანციის რაკეტები ტაივანს თავდასხმის განხორციელების საშუალებასაც აძლევს. 

ექსპერტების თქმით, ტაივანის მიერ თავდაცვაზე ორიენტირება რეგიონში ჩინეთის გავლენების გაძლიერებითა და აგრესიული დამოკიდებულებითაა გამოწვეული. 

ჯერჯერობით უცნობია, ტაივანის ახალი სარაკეტო სისტემების ზუსტი მახასიათებლები და მონაცემები.   
 

კომენტარები