ვაქცინაცია

გაბუნია: თუ 65 წელს ზემოთ პირებში აქტივობა დაბალი იქნება, ავცრით მათ, ვინც ვაქცინას ენდობა

ჩვენ ჯერ მაინც ვცდილობთ, გავყვეთ რისკის პროფილის წინასწარ დადგენილ ჯგუფებს, თუმცა თუ შევხედავთ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფშიც არ იქნება აქტივობა მაღალი, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე მეტი გახსნილობა იქნება, რომ მოსახლეობის ის კატეგორია, ვინც ვაქცინაციას ენდობა, ჩაერთოს პროცესში.

ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, გაგრძელდება აქტიური მუშაობა მაღალი რისკის ჯგუფებთან [...] ვფიქრობთ, მეტი დროა, ალბათ, საჭირო, რომ სარგებელი ვაქცინის მეტად მკაფიო გახდეს და ნდობა მოსახლეობაში გაიზარდოს. დღეს მაღალი ჩართვა არ არის. გუშინ გვქონდა მოლოდინი, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვებოდა პროგრამაში, როგორც კი გაიხსნა პორტალი, თუმცა არაა ასე, დაახლოებით 400-მდე ადამიანი იყო ორი საათის წინ დარეგისტრირებული.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია რუსთავი 2-ის ეთერში. დღეს, 25 მარტს, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა შემოვიდა. Pfizer-ით აცრის გაკეთება სამშაბათიდან, 30 მარტიდან იქნება შეასძლებელი. AstraZeneca-ს 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს მიიღო და ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალის გარდა, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც შესაძლებელია. ასაკობრივ ჯგუფს პორტალზე დარეგისტრირება დღეიდან, 25 მარტიდან, შეეძლება.

კომენტარები