ვაქცინაცია

გაბუნია: საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება აპრილში, ვაქცინაცია – მე-III, მე-IV კვარტალში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება, საყოველთაო ვაქცინაცია კი - მე-III, მე-IV კვარტალში. 

"საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტრის სიაში მყოფ ადამიანს მეორე დღესვე შევთავაზებთ ვაქცინას, საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში, ასეა გეგმის მიხედვით განსაზღვრული". - ამბობს გაბუნია. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. 

დღეს, 25 მარტს, საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა მიიღო. 

ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფი დაამატა -  65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.

 

კომენტარები