ვაქცინაცია

ცერცვაძე: ვაქცინაცია შედეგს მოგვცემს 3 თვეში, მანამდე პირბადეები, პირბადეები, პირბადეები

ვაქცინაცია შედეგს მოგვცემს სამი თვის შემდეგ, მანამდე პირბადეები, პირბადეები, პირბადეები - ეს თხოვნა მაინც შევასრულოთ, ეს ხომ არ არის DNM, RNM ან ჩიპები, ან რაღაცა, უბრალოდ, პირბადის ტარება... 

პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოვიდა 42 %-მდე, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, გაიხსენეთ, რა გადავიტანეთ, გაიხსენეთ, რა ტკივილიანი იყო ის შეზღუდვები ყველასთვის, რამხელა პროტესტი და უკმაყოფილება იყო, მე არ მესმის, ვერ წარმომიდგენია, ვინმეს უნდა იმის გამეორება? დარწმუნებული ვარ, არავის არ უნდა და თუ არავის არ უნდა, მაშინ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ეს რაღაცა არის მარტივზე მარტივი - მივიდეთ, ავიცრათ, რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, მინიმალურზე მინიმალურია და ვატაროთ პირბადე

კომენტარები