აშშ-NATO

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და ნატოს გენერალური მდივანი ერთმანეთს შეხვდნენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. 

პრესკონფერენციაზე მათ NATO-ს ახალი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. 

მოკლედ განიხილეს რუსეთისა და ჩინეთის საფრთხე. სტოლტენბერგისა და ბლინკენის თქმით, სანამ ალიანსი ერთიანია, მსგავსი გამოწვევები მათ ვერაფერს დააკლებს. 

ნახსენები იყო ავტორიტარული რეჟიმების ზრდისა და დემოკრატიის მაჩვენებლის კლების ტენდენციის პრობლემაც.

საუბარი შეეხო ავღანეთიდან აშშ-სა და NATO-ს ჯარების გაყვანის საკითხსაც.

ხაზი გაესვა ორგანიზაციის სტრუქტურისთვის საშიშ შიდა პრობლემებსაც, განსაკუთრებით თურქეთის საკითხს. ბლინკენისა და სტოლტენბერგის შეხედულება თურქეთის რუსეთთან დაახლოების, რუსული S-400-ის სარაკეტო სისტემის შეძენის სურვილისა და ხმელთაშუაზღვისპირეთში საბერძნეთთან დაძაბული სიტუაციის შესახებ უარყოფითია, მაგრამ თვლიან, რომ ორგანიზაციას ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლია. 

ამავე დღეს იგეგმება NATO-ს საგარეო მინისტრთა შეხვედრა. ეს იქნება პირველი მინისტერიალი, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაესწრება. შეხვედრები 23-24 მარტს გაიმართება და ზემოხსენებულ საკითხებს უფრო დაწვრილებით განიხილავენ. 

კომენტარები