აშშ-NATO

აშშ-მ ლიტვისთვის ტაქტიკური რაკეტების შესაძლო შესყიდვის $214-მილიონიანი კონტრაქტი დაამტკიცა

პოლონური F-16-ები ლიტვის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე NATO-ს საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში , 28 აპრილი, 2017
ლიტვის საჰაერო ძალები

აშშ-ს მთავრობამ ლიტვისთვის ავიაგამანადგურებლებისთვის განკუთვნილი რაკეტებისა შესაბამისი აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა და ამ გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს ფორმალურად აცნობა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკურ-სამხედრო საქმეთა ბიურომ 22 აპრილს გაავრცელა

პრესრელიზის მიხედვით, ლიტვის მთავრობამ აშშ-ს AIM 9X Block II Sidewinder-ის ტიპის დამატებით 152 ტაქტიკური რაკეტის შესყიდვის თხოვნით მიმართა და პოტენციური კონტრაქტის ჯამური ღირებულება $214 მილიონია. 

"წარდგენილი კონტრაქტი მხარს დაუჭერს აშშ-ს საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, NATO-ს იმ მოკავშირის უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობით, რომელიც მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მხრივ". – წერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

სახდეპის განცხადებით, პოტენციური კონტრაქტი "ხელს შეუწყობს ლიტვის უსაფრთხოების გაძლიერებასა და დაეხმარება მას რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის, სამხედრო ბალანსისა და ეკონომიკური პროგრესის შენარჩუნებაში."

კომენტარები