აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა 5 000 ამერიკელი სამხედრო გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანოს, მას შემდეგ რაც აშშ-მ საკუთარი ძალებს გერმანიიდან გაყვანა გადაწყვიტა.
8 მაისს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი "შესაძლებელია", და მიზეზად პოლონეთის ხელმძღვანელობასთან ძლიერი ურთიერთობები დაასახელა.
"პოლონეთს ეს სურს. ჩვენ პოლონეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. პრეზიდენტთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. [პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი] შესანიშნავი მებრძოლია, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მომწონს, ამიტომ ეს შესაძლებელია" - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარები გაკეთდა ერთი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ს ომის დეპარტამენტმა 1 მაისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გერმანიიდან დაახლოებით 5 000 სამხედროს გაიყვანს.




