ვაქცინაცია

გაბუნია: ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ვაქცინაციის კამპანია, რამაც დიდი უნდობლობა გამოიწვია

ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ვაქცინაციის კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამდენად, მოგვიწევს დიდი ძალისხმევის გაწევა, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება ასევე სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი თუ არ იცრება და არ ენდობა ვაქცინაციას, ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ უნდა აიცრან და ვაქცინაცია მათთვის სასიკეთოა. 

ჩვენ უნდა მივიღოთ სამედიცინო პერსონალის მაღალი აქტივობა გარკვეულ პერიოდში და ასევე, მოსახლეობაც იყოს მეტად ინფორმირებული. საინფორმაციო პროცესები დაწყებულია...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. 

27 წლის მეგი ბაქრაძეს ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსზე აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები