გიორგი გახარია

წულუკიანი გახარიაზე: კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს, რამდენად კომფორტული იქნება, არ ვიცი

მე ვერ ვიტყვი, რომ ქართული ოცნებისთვის ეს საზიანო იქნება, ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია, თუმცა, გუნდში, მე ვინც ვნახე, ყველა გაკვირვებული იყო მაინც მისი ამ განცხადებით, მე, მათ შორის პირველი.

ეს ჩვენთვის საზიანო ვერ იქნება, მაგრამ მისთვის პიროვნულად რამდენად კარგია, მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ეს უკან დაბრუნება მისთვის... იქნება კითხვები, რასაც პასუხები უნდა გაეცეს და ეს რამდენად კომფორტული კითხვები იქნება, არ ვარ დარწმუნებული, თუმცა, წარმატებას ვუსურვებ...

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ პოლიტიკიდან არ მიდის.

კომენტარები