გიორგი გახარია

ზარქუა გახარიაზე: ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, მისი კრიტიკული ხედვა საინტერესო იქნება 

ჩვენ გვაქვს ისეთი საპარლამენტო გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პარტია, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. ასე რომ, მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, რომელიც ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად და არ გვექნება, მათ შორის მმართველ პარტიას გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობასთან ჭიდილი. 

ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი, მათი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება...

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა.  ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 

კომენტარები