ვაქცინაცია

ცერცვაძე: შემთხვევები მოიმატებს, სიკვდილიანობაც, თუ ხალხი უარს იტყვის ვაქცინაციაზე

თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა: შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, გარდაცვლილთა რაოდენობაც, სამწუხაროდ, მოიმატებს. გვექნება ის ავად სახსენებელი მესამე ტალღა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და დანარჩენი ქვეყნები ევროპასა და ამერიკაში ელოდებიან. ამას მოჰყვება ახალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, ეკონომიკის რეცესია, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების პირობების გაუარესება და ყველაფერი ის, რაც ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ. აი, ახლა მოსახლეობამ გააკეთოს არჩევანი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა გამოიჩენს მისთვის ჩვეულ სიბრძნეს და რომ ეს სკეპტიციზმი, იქნება მხოლოდ დროებითი და უახლოეს მომავალში, უკვე მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს.

თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში .

კომენტარები