AstraZeneca-ს Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი საფრანგეთში განახლდა, ქვეყნის პრემიერმინისტრი, ჟან კასტე, AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობის აღსადგენად, საფრანგეთის პრემიერმა გუშინ, 18 მარტს, AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთებაზე მზაობა გამოთქვა.
ასევე გუშინ, 18 მარტს ევროპის მედიცინის სააგენტომ თქვა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი არ დასტურდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ.
ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს.





