ვაქცინაცია

გაბუნია: აცრები მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება, ყველა ჯავშანი შეიცვალა

ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი ასტრაზენეკას შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო ფაიზერის შემთხვევაში იყო მომზადებული, გაგრძელდეს მრავალპროფილური კლინიკების დონეზე.

გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახვა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთიც არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება და პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება, ამდენად, ყველა ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში, 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება.

ყველა იმ პირობასთან ერთად, რაც, როგორც ამბულატორიაში, ისე სტაციონარებში არის უზრუნველყოფილი ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის, აქ არის დამატებით რეანიმაციული განყოფილება, რაც გვაძლებს იმის გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე.

კომენტარები