ვაქცინაცია

მოქალაქე ყვება, რომ წნორში ბებია ვერ აცრა, რადგან 10 მსურველი ვერ იპოვეს, მედიკოსებშიც

მოქალაქე უჩა აბაშიძე ყვება, რომ წნორში ბებია ვერ აცრა, რადგან მასთან ერთად 10 მსურველი ვერ იპოვეს, მათ შორის მედიკოსებშიც. აბაშიძე წერს, რომ ვაქცინის შეკვრა 10-ცალიანია და გახსნის შემთხვევაში, 10-ვე უნდა გააკეთონ, თუმცა მედპერსონალი აცრაზე უარს ამბობს. 

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"80-ს გადაცილებული ბებია უკვე წელიწადზე მეტია გადახვეწილია სოფლად, რო ხალხმრავლობას მოშორდეს. ძლივს 3 თვის დაგვიანებით ქვეყანამ ჩამოიტანა ვაქცინა, ცოტა დოზა მარა მეტს ველოდებით აწი...

რომელიც მთლად საუკეთესოც არ არის, მარა ვიაზრებთ side effect-ებს და ბებიაჩემს თავის დროზე ნაკლებად სანდო ვაქცინებიც გაუკეთებია, გასაგებია რო ხანდახან ვაქცინაც შეიძლება გართულდეს, ხდება ხოლმე

მარა გვინდა ვაქცინაცია რო ბებია დაუბრუნდეს მეტნაკლებად უხიფათო ცხოვრებას და სოფლის მაღაზიაში გასვლისას არ ვემშვიდობებოდეთ როგორც ომში წასულ 22 წლის ვაჟკაცს ემშვიდობებიან...

ხოდა რო ჩამოიტანეს ვაქცინა, დედაჩემმა დაარეგისტრირა, მოუვიდა SMS და თარიღი როდის მივიდეს აცრაზე

თვითონ დედაჩემი ვერ დარეგისტრირდა, ასაკის კრიტერიუმში არ ჯდებითო ამოუგდო აპმა, ოკ, at least ოჯახში ყველაზე რისკ ჯგუფიდან დავიწყებთო ვიფიქრეთ და ველოდებოდით.

და აი დადგა დღე (დღეს)

წაიყვანა დედაჩემმა წნორში, აცრაზე (კახეთში არიან გადახვეწილები)

რო მივიდნენ გაირკვა რო ვაქცინა კლინიკას აწერია, მაგრამ ფიზიკურად კლინიკაში არ ინახავენ, არის მხოლოდ რაღაც რაიონულ საწყობში საიდანაც უნდა მოიტანონ მოთხოვნის შესაბამისად

თითო აცრა - არის 10 ცალ დოზიანი, ანუ რო გახსნიან - 10 აცრა უნდა გააკეთონ

ანუ თუ მოიტანენ - უნდა აცრან ბებიაჩემი, კიდევ ერთი ჩაწერილი ყოფილი ექიმი და დანარჩენი თვითონ მედპერსონალმა უნდა დაიწყონ აცრა, რო ტყუილად არ გადაიყაროს ვაქცინა, მედპერსონალი კიდე აყოლილია, ეტყობა - ჭორებს და შიშებს...

ამ მიზეზით(და კიდე მიდებ-მოდება მიზეზებით რომლების ნახევარსაც ცდილობენ მოგატყუონ და დაგაბნიონ) - ბებიაჩემს აცრაზე უარი უთხრეს.

გზაში გაირკვა რო წნორში ჩატანილი ვაქცინებიდან ა-რ-ც-ე-რ-თ-ი არ გახსნილა და არ გამოყენებულა.

გავიმეორებ

მას მერე რაც ვაქცინები ჩამოვიდა, ა-რ-ც-ე-რ-თ-ი აცრა არ გაკეთებულა იქ, არადა ვაქცინა აქვთ!

პროსტა ულაგიათ(და აფუჭებენ, იმიტო რო მინუს ბევრ გრადუსზე უნდა შენახვა მაგას და ძაან გრძელი ვადაც არ აქვს).

ისევ, ანუ, არავინ არ აცრილა, ვაქცინა აქვთ - მედპერსონალიც არ აცრილა, არც აპირებენ, არც ეჩქარებათ, არც აინტერესებთ.

ბებიაჩემს ცალკე მიზეზად ეგ მოსდეს - bug გაიპარა პროგრამაში, თქვენც არ უნდა დაერეგისტრირებინეთ აპლიკაციას - ჯერ მედპერსონალი უნდა აიცრასო.

დედაჩემმა მოაწყო სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, მაშინ აიცერით თქვენ ეხლა ყველანი, რას ელოდებითო

სად არ დარეკა, ვის არ ეჩხუბა... მარა ეგრე... დაიღლა ბოლოს და წამოვიდა...

მოკლედ სიტუაცია ეგეთია - რაიონებში, კერძოდ წნორში.

ვაქცინა აქვთ.

არცერთი დოზა არ გაუხსნიათ.

არავინ არ აცრილა მედპერსონალიდანაც კი.

ასე ზიან და ზოგი ზედა ეშელონის თანამშრომლების შეთქმულების თეორიების და ანტივაქსერობის(სავარაუდოდ) გამო.

რიგითი ექთანი გვეუბნება რო რა ვქნაო, როგორც კი უფლებას მომცემენო და ფიზიკურად ვაქცინას მომიტანენ რაიონული ოფისიდან - გპირდებით დაგირეკავთო, ეხლა კიდევო "კი მაწერია" ვაქცინაო - მარა ფიზიკურად - არ მაქვსო, იქ დევსო და არ მატანენო, რო წამოვიღო - უნდა გაფუჭდეს და უნდა გავხსნა და უნდა დავაარჭოო - და რო დავარჭოო 10 კაცი მაინც უნდა მყავდესო და მაგის ორგანიზება არ ხდებაო...

აი ეგეთი ამბავია, ვერ ავცერით ბებია, ყველაფერი არის - თითქოს მედპერსონალის სურვილიც არის აგცრან, ოღონდ "ზემოდან" არ იძლევიან ვაქცინას და არაა მოთხოვნა რო გაიხარჯოს.

პ.ს. ეხლა ვეღარც აპლიკაციაში ვარეგისტრირებთ ხელმეორედ რო თბილისში მაინც დავარეგისტრიროთ ახლიდან...

პ.პ.ს რამე რო მოუვიდეს ბებიაჩემს კორონათი - მერე რო დავიწყებ წნორის კლინიკიდან და გამოვყვები სამ მუშკეტერამდე, მერე უნდა სასამართლოზე მოძალადე მაძახოთ ხო?". 

კომენტარები