პოლიტიკური კრეზისი

სარჯველაძე: თუ ოპოზიციას სურდა შეთანხმება, მელიას პატიმრობა წინაღობა არ უნდა ყოფილიყო

აქ არსებობდა ძალა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს იყო ოპოზიციის რიგებში, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა განწყობა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო და ეს სხვათა შორის იმთავითვე ცნობილი იყო და ამაზე ეჭვები გამოითქმებოდა. [...] ვითარება რომ შევაფასოთ, შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციული იყო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. [...] თუ მათი განწყობა იყო რეალურად საიმისოდ, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო, რასაკვირველია, რომ მაგალითად ბატონი მელიას პატიმრობა წინაღობად არ შეიძლება არსებობდეს...

უთხრა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებს.

გუშინ, 18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე -  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". 

დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები