ვაქცინაცია

იმნაძე: მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება

ნუ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ საქართველოშია. ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ახალი ვაქცინაა და, აქედან გამომდინარე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი თავის ადგილას იქნება. მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება ჟურნალისტების თანდასწრებით. ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა საზოგადოების და საპატრიარქოს დარწმუნება ვაქცინის მიღებაში.

კომენტარები