პოლიტიკური კრიზისი

მათიკაშვილი: ნათელია, რომ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად არის გამოწვეული

პარლამენტი

ეს პოლიტიკური კრიზისი ნათელია, რომ ფაქტიურად ხელოვნურად არის გამოწვეული ოპოზიციის მხრიდან – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა. მათიკაშვილის თქმით, ევროპელი კოლეგების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

"არგუმენტი ამ კუთხით რეალურად ოპოზიციას ხელთ არ უკავია. შესაბამისად, ეს პოლიტიკური კრიზისი ნათელია, რომ ფაქტიურად ხელოვნურად არის გამოწვეული ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ოცნება არის მზად, მიიღოს რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ზეპარტიული. [...] სამუდამოდ უნდა დასრულდეს ისეთი წარმოდგენა პასუხისმგებლობაზე, თითქოს ხელისუფლებას გააჩნია 110% პასუხისმგებლობა და ოპოზიციას -10%". – თქვა მათიკაშვილმა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 5 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება.

პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. 

კომენტარები