ნიკოლა სარკოზის საქმე

საფრანგეთში ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მორიგი სასამართლო პროცესი იწყება

ნიკოლა სარკოზი
REUTERS - GONZALO FUENTES

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი იწყება. პრეზიდენტს  2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის კანონსაწინააღმდეგო ფინანსირებაში ედება ბრალი. პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ სარკოზის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღძრეს. ორი კვირის წინ სარკოზი სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში თითქმის 43 მილიონი ევროს დახარჯვაში ედავებიან, როცა არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის კამპანიაზე დასახარჯი თანხის ლიმიტი 22.5 მილიონი ევრო იყო. პროკურორების თანახმად, ბუღალტრებმა ის მოსალოდნელი ზედმეტი ხარჯების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა საარჩევნო რბოლის ბოლო დღეებში მასშტაბური ღონისძიებები მაინც ჩატარდა. 

გამოძიების თანახმად, გადაჭარბებით დახარჯული თანხის დამალვის მიზნით Bygmalion-მა, ფირმამ, რომელიც კამპანიას უძღვებოდა, და სარკოზის პარტიის წევრებმა ხარჯების დამალვა ყალბი ინვოისების საშუალებით სცადეს.

სარკოზი ამბობს, რომ თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა. საქმესთან დაკავშირებული სხვა პირებისგან განსხვავებით მას თაღლითობაში ბრალი არ ედება. კამპანიის კანონსაწინააღმდეგო დაფინანსება უფრო მსუბუქი ბრალდებაა. 

Bygmalion-ის წარმომადგენლებმა და ჟერომ ლავრიუმ, სარკოზის 2012 წლის კამპანიის მენეჯერმა, აღიარეს ყალბი ინვოისების არსებობა. ლავრიუმ თაღლითობის სქემაზე ჯერ კიდევ 2014 წლის ინტერვიუში ისაუბრა და სარკოზის საარჩევნო კამპანია გაქცეულ მატარებელს შეადარა, რომელის შეჩერების სიმამაცე არავის ჰქონდა.

სასამართლო პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება, თუმცა ლავრიუს დაცვის გუნდი აპირებს, პროცესის გადადგომა ითხოვოს. მისი ერთ-ერთი ადვოკატი Covid-19-ით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სარკოზის შეიძლება ერთ წლამდე პატიმრობა და 3 750 ევროს ოდენობის ჯარიმა შეეფარდოს.


პირველ მარტს სარკოზი დამნაშავედ ცნეს ადვოკატთან ერთად კორუფციული გარიგების მცდელობაში მონაწილეობისთვის. სარკოზის მოსამართლეთვის, გილბერტ აზიბერისთვის, სარკოზის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მოროკოში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა შესთავაზა. სარკოზის თანახმად, გილბერტ აზიბერს მონაკოში არანაირი თანამდებობა არ დაუკავებია, თუმცა საფრანგეთის კანონმდებლობით მსგავსი სახის შეთავაზებაც კი უკვე კორუფციად მიიჩნევა.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სამი წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელის ორი წელი პირობითია, ხოლო დარჩენილი ერთი წელს სარკოზი შინაპატიმრობაში ელექტრონული სამაჯურით გაატარებს.

ნიკოლა სარკოზის ბრალად ასევე ედება 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს მიღება. იანვარში პროკურორებმა მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყეს. სარკოზის რუსეთში კონსულტანტად მუშაობის დროს პოტენციური პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებენ.

კომენტარები