პარიზის სასამართლო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
მედიის ცნობით, თუ აპელაცია დაკმაყოფილდება, სარკოზის სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ, ლა სანტეს ციხის დატოვება დღესვე შეეძლება.
ნიკოლა სარკოზის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომლის ფარგლებშიც მან თანაშემწეებს ნება დართო 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მოეძიათ.
ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის, კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა.
სარკოზი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და მიიჩნევს, რომ "შურისძიებისა და სიძულვილის" მსხვერპლია. ექსპრეზიდენტები არც სასამართლო სხდომაზე დასწრებას აპირებს.
სარკოზის ადვოკატების თქმით, მათი კლიენტი არ აკმაყოფილებდა "წინასწარი პატიმრობის" არცერთ სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა გადაწყვიტა, რომ ბრალდებების სიმძიმის გამო, საჩივრის მიუხედავად, სარკოზის დაუყოვნებლივ დაპატიმრება იყო საჭირო.
ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.





