ინგლისის სამეფო ოჯახი

ელიზაბეტ მეორეს ქმარი, პრინცი ფილიპი საავადმყოფოდან გამოწერეს

USA Today

ელიზაბეტ მეორეს ქმარი, ედინბურგის ჰერცოგი, 99 წლის პრინცი ფილიპი საავადმყოფოდან გამოწერეს.

ედინბურგის ჰერცოგი ჯანმრთელობასთან შექმნილი პრობლემების გამო ერთი თვის წინ ედუარდ მეშვიდეს სახელობის ლონდონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ფილიპი წმინდა ბართლომეს საავადმყოფოში კარდიოლოგიური პროცედურის გასაკეთებლად გადაიყვანეს. ავადმყოფობის დეტალები და ზუსტი დიაგნოზი უცნობია.

მთლიანობაში ფილიპმა საავადმყოფოში 28 დღე გაატარა, ამდენი ხანი ედინბურგის ჰერცოგს არასდროს უავადმყოფია. დედოფლის ქმარი ვინძორების სასახლეს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.

ექიმების განცხადებით ფილიპის ჰოსპიტალიზაცია კორონავირუსს არ უკავშირდება.

ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი 73 წლის წინ დაქორწინდნენ.
 

კომენტარები