ინგლისის სამეფო ოჯახი

იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ქეით მიდლტონმა პირველი ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა

ქეით მიდლრონი შვილებთან ერთად
Echo

2024 წლის იანვარში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, უელსის პრინცესამ, ინგლისის სამეფო ოჯახის წევრმა, პრინც უილიამის ცოლმა ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელში პირველი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერილობაში ვკითხულობთ:

"მადლობა თქვენი კეთილი სურვილებისთვის და ორი თვის განმავლობაში მხარდაჭერისთვის. ყველაზე ბედნიერ დედის დღეს გისურვებთ". – წერია მიდლტონისა და უილიამის ერთობლივ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას. ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა.

მარტის დასაწყისში, ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული.

კომენტარები