ინგლისის სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარი: ძმამ მიყვირა, მამამ ტყუილი თქვა, ბებია იქ იყო და ხმა არ ამოუღია

Hello Magazine

Netflix-ზე დოკუმენტური მინისერიალი Harry & Meghan გამოვიდა. ერთ-ერთ ეპიზოდში პრინცმა ჰარიმ გაიხსენა ის მომენტი, როდესაც ოჯახის წევრებს შეატყობინა, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე უარს ამბობს.

შეხვედრა სანდრინგემში, დახურულ კარს მიღმა შედგა, რომელსაც ჰარის ძმა უილიამი, მისი მამა ჩარლზი და ბებია, იმ დროს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედი ესწრებოდა.

"საშინლად ვიგრძენი თავი, ჩემი ძმა მიყვიროდა, მამაჩემი ისეთ რაღაცებს ამბობდა, რაც უბრალოდ ტყუილია, ბებიაჩემი კი ჩუმად იჯდა და ყველაფერს ისმენდა. მესმის, რომ განხეთქილება ჩემსა და ჩემს ძმას შორის სამეფო ინსტიტუტმა ჩამოაგდო, ეს მისი მემკვიდრეობაა". – ამბობს ჰარი.

2020 წელს პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა, მსახიობმა მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის წევრობაზე უარი თქვეს. წყვილი აღარ იღებს დაფინანსებას ინგლისის ხაზინიდან. ამჟამად ჰარი და მეგანი აშშ-ში ცხოვრობენ.

კომენტარები