ინგლისის სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის 2021 წელი – 15 მოვლენა წყვილის ცხოვრებიდან

Elle

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 2021 წლის განმავლობაში არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. წარმოგიდგენთ მიმდინარე წელს მომხდარ 15 მნიშვნელოვან მოვლენას წყვილის ცხოვრებიდან.

Megxit 

თებერვალში პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა, მსახიობმა მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ტიტულებზე და ბუკინგემის სასახლე დატოვეს. პრესამ წყვილის გადაწყვეტილებას Megxit(მეგქსიტი) უწოდა.

The Crown-ის შეფასება

ჯეიმს კორდენთან სტუმრად მისულმა ჰარიმ Netflix-ის შოუ The Crown ამ სიტყვებით შეაფასა:

"ეს არ არის ახალი ამბები, The Crown მხატვრული ნაწარმოებია. სერიალი ნაწილობრივ სიმართლეს ეფუძნება, რა თქმა უნდა ბევრია უზუსტობა, გვირგვინი უფრო ნაკლებად მაწუხებს, ვიდრე ის ისტორიები და ჭორები, რომლებსაც ჩემს ოჯახზე მედიებიდან ვიგებ".

მეგან მარკლი ბულინგში დაადანაშაულეს

ოპრა უინფრისთან ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე მეგან მარკლი ერთ ერთმა მრჩეველმა ბულინგში დაადანაშაულა. ოფიციალურ განცხადებაში მსახიობმა ყველა ბრალდება უარყო, განცხადებას მიზანმიმართული თავდასხმა უწოდა და ბრალმდებელი თავად დაადანაშაულა ბულინგში.

ოპრასთან ინტერვიუ

მარტში წყვილი ოპრა უინფრის სატელევიზიო შოუს სტუმარი გახდა. ინტერვიუში ჰარიმ თქვა, რომ სამეფო კარიდან წამოსვლის შემდეგ, ფინანსური შემოსავლისა და დაცვის სამსახურის გარეშე დარჩა. ასევე წუხილი გამოხატა იმის თაობაზე, რომ მისი ოჯახი მარკლს მხარს არასდროს უჭერდა.

სერიალი The Me You Can’t See

ჰარიმ უინფრისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად სატელევიზიო სერიალ The Me You Can’t See-ში მიიღო მონაწილეობა. სამეფო ტახტის ყოფილმა მემკვიდრემ მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე ილაპარაკა და მამასთან, პრინც ჩარლზთან ურთიერთობის უსიამოვნო მომენტები გაიხსენა.

დაიბადა ლილიბეტ დაიანა

4 ივნის ჰარისა და მეგანს მეორე შვილი, ლილიბეტ დაიანა შეეძინა. ლილიბეტი ჰარის ბებიის, ელისაბედ მეორის კნინობით სახელია, დაიანა ერქვა პრინცის დედას. პირველი შვილი არჩიბალდი 2019 წელს დაიბადა.

მეგან მარკლმა გამოსცა წიგნი The Bench

ივნისში მეგან მარკლის მიერ დაწერილი პირველი წიგნი The Bench გამოიცა. საბავშვო წიგნი მამისა და შვილის ურთიერთობას ეხება. პერსონაჟების პროტოტიპები ჰარი და არჩიბალდი არიან.

ძმასთან შეხვედრა

ტახტის მემკვიდრეობაზე უარის თქმის შემდეგ ჰარი და მისი ძმა, პრინცი უილიამი ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვდნენ. პირველად ბაბუის, პრინცი ფილიპის გასვენებაში, ხოლო მეორედ დედის, პრინცესა დაიანასთვის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე. ჰარის თქმით Megxit-ის შემდეგ ძმებს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ჰარიმ მემუარების წიგნი დააანონსა

ივლისში ჰარიმ საკუთარი მემუარების წიგნი დააანონსა. ავტობიოგრაფიული ნამუშევრის გამოცემა 2022 წელს იგეგმება.

ყველაზე გავლენიანი წყვილი

გამოცემა Time-მა პრინცი ჰარი და მეგან მარკლი წლის ყველაზე გავლენიან წყვილად დაასახელა. 

"იმ სამყაროში სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრი უცხო ადამიანების შესახებ, ამ წყვილს უცხოების მიმართ მხოლოდ თანაგრძნობა გააჩნია". – წერია გამოცემაში.

ნიუ-იორკის ვიზიტი

სექტემბერში წყვილი ნიუ-იორკს ესტუმრა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ქეითი ჰოჩულს და ქალაქ ნიუ-იორკის მერს ბილ დე ბლაზიოს შეხვდნენ. წყვილმა ცენტრალურ პარკში ღია შეხვედრაზე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ილაპარაკა, ასევე ჰარი და მეგანი ჰარლემის რიგით სკოლას ეწვივნენ.

სატელეფონო საუბრები სენატორებთან

გამოცემა Politico-ს ცნობით მეგან მარკლი ანაზღაურებადი შვებულების კანონპროექტის მხარდაჭერის მიზნით ტელეფონით დაუკავშირდა სენატორებს, მათ შორის ნენსი პელოსისა და ჩაკ შუმერს. სატელეფონო ნომრები მსახიობის თქმით სენატორმა კირსტენ ჯილიბრენდმა მისცა.

პატივის მიგება ვეტერანებს

ვეტერანთა დღისადმი გამართულ Freedom Gala-ზე მისულმა წყვილმა პატივი მიაგო აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი წევრებს.

"სამხედრო გამოცდილებამ მაქცია იმ ადამიანად, რომელიც დღეს ვარ, ყოველთვის ვიქნები მადლობელი იმ ადამიანებისა, რომლებიც მსახურობდნენ საკუთარი ქვეყნისთვის". – ამბობს თავადაც ყოფილი სამხედრო, პრინცი ჰარი.

ელენის შოუ

ნოემბერში მეგან მარკლის ელენ დეჯენერესის შოუს სტუმარი გახდა. ოხუნჯობებით განთქმულ შოუში მსახიობმა ცხარე სოუსი დააგემოვნა და კატის ხმით იკნავლა. მარკლის ეპიზოდს ათიათასობით ამერიკელმა უყურა.

სასამართლოში გამარჯვება

წლის მიწურულს მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდურ გამოცემას The Mail On Sunday სასამართლო დავა მოუგო. მსახიობი გაზეთს საავტორო უფლებების დარღვევაში და მისი ნებართვის გარეშე პირადი ჩანაწერების გამოქვეყნებაში ადანაშაულებდა.

 

კომენტარები