ვაქცინაცია

გაბუნია: როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ

ჩვენ ვართ ჯანდაცვის სფეროს მუშაკების კატეგორიაში, თუმცა, აქაც არის კიდევ რამდენიმე შიდა რისკების დონე, ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ მაღალი რისკის დონე. როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ, უბრალოდ, ჯერჯერობით არის უფრო მეტად მიზანშეწონილი, რომ გაიკეთოს მაღალი რისკის პერსონალმა - რეანიმაციებში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც დავდივართ კლინიკებში და რისკიც მაღალი გვაქვს...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია TV იმედის ეთერში, კითხვაზე, როდის გაიკეთებენ ვაქცინას თავად და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები