ვაქცინაცია

საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო – პაატა იმნაძე პირდაპირ ეთერში აიცრა

საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე პირდაპირ ეთერში ასტრაზენეკათი აიცრა. ის საქართველოში პირველი ადამიანია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

ასტრაზენეკას 43 200 დოზა ვაქცინა ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება.

კომენტარები