პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული, ევროპული საშუალება ახალი არჩევნებია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარტია ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ კრიზისის გადაჭრის საუკეთესო გზა ახალი, რიგგარეშე არჩევნებია.

"კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი საშუალება, დემოკრატიული საშუალება, ევროპული საშუალება არის ახალი არჩევნები ეს არის სასამართლო რეფორმა მთლიანად, ეს არის პოლიტპატიმრების და პოლიტიზებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება ამ ქვეყანაში და სხვა პუნქტები, რომლებიც ბატონი მიშელის ექვსპუნქტიან გეგმაში იყო ჩამოწერილი". - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების გარეშე კრიზისის დაძლევა შეუძლებელია და ლელოს მხრიდან ეს მკაფიოდ არის გაცხადებული.

"ჩვენი გადასახედიდან, რიგგარეშე არჩევნების გარეშე ამ კრიზისს ვერ დავძლევთ. ეს არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი მხრიდან. გამორიცხულია. ქვეყანა არის გაჩერებული, ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ქვეყანას სჭირდება სრულად პროპორციული არჩევნები, ქვეყანას სჭირდება კონკრეტული, ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც ძალიან მოკლე დროში კოალიციური მთავრობის პირობებში გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან". - თქვა ლელოს ლიდერმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს შეხვედრებს მართავსოპოზიციურ პარტიების, ლელოსსტრატეგია აღმაშენებლისევროპული საქართველოს, გირჩი -მეტი თავისუფლება, გირჩის, ლეიბორისტული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის და მოქალაქეების ლიდერებთან.

შეხვედრებს ესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი.

დანიელსონი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს გუშინ, 12 მარტს შეხვდა. სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს საკითხებად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით,საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

კრისტიან დანიელსონი გუშინ12 მარტს შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

კომენტარები